რევაზ სოხაძე - 2018 წლის ბიუჯეტი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული

ამაყი ვარ, რომ ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის დამტკიცებაში ვმონაწილეობ - ჩვენ ყველანი პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს, რევაზ სოხაძე მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა იმ პრიორიტეტს ასახავს, რომელსაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა.

სოხაძე დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მათი შენიშვნები კახა კალაძემ არ გაითვალისწინა, მათ ადრესატი ეშლებათ.

„თქვენი მოსაზრებები არა კახა კალაძემ, არამედ თბილისის მოსახლეობამ არ გაითვალისწინა. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე და ბიუჯეტის ეს პროექტი სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულებაა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას თბილისის სიცოცხლით სავსე ქალაქად გადაქცევის ეშინია.

„თქვენ გაშინებთ კახა კალაძის და მისი მთავრობის წარმატება, რადგან ეს ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ პოლიტიკურ მომავალს სულ უფრო ბუნდოვანს ხდის. მანამ, სანამ თქვენ ნაძვის ხეზე გაკეთებულ წარწერას აპროტესტებთ, ჩვენ ამ სლოგანის რეალობად გადაქცევაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო