დავით ნარმანია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ შესაძლოა, სემეკის თავმჯდომარე გახდეს

თბილისის ყოფილი მერი, სემეკის წევრობის კანდიდატი დავით ნარმანია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ შესაძლოა, სემეკის თავმჯდომარე გახდეს. შესაბამისი კითხვით დავით ნარმანიას ტელეკომპანია ”პალიტრა ნიუსის” გადაცემაში ”დღის თემა” მიმართეს.

”არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. პროცედურები არის ისეთი, რომ ჯერ ხდება ადამიანი სემეკის წევრი, ხოლო სხვა დანარჩენის შესახებ შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება”, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის და ოპონენტების შეფასებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

”ეს გადაწყვეტილება მივიღე სულ რამდენიმე დღის წინ. ამის შემდეგ დაიწყო ინიცირების პროცედურები. ოპონენტების შეფასებები აბსოლუტურად აბსურდულია. იმ ხალხის განცხადებებზე კომენტარი რატომ უნდა ვაკეთო, ვინც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დანაშაულებრივ ჯაჭვში იყვნენ ჩაბმულნი, ეს ეხება მაშინდელ თბილისის თუ ცენტრალურ ხელისუფლებას”, - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია პრეზიდენტმა სემეკის წევრის თანამდებობაზე წარადგინა. არის მოლოდინი, რომ წევრობის შემდეგ ნარმანიამ სემეკის თავმჯდომარის თანამდებობაც დაიკავოს, თუმცა თავის მხრივ, კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ირინა მილორავას, რომელიც 6-წლიანი უფლებამოსილების შესრულებას 2013 წლის სექტემბერში შეუდგა, საქმიანობის ვადა 2019 წელს ეწურება.

კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ირჩევს, რომელსაც ასევე პრეზიდენტი სთავაზობს კანონმდებლებს მთავრობასთან შეთანხმებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს