ანკარა გაერო-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

ანკარა გაერო-ს აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჯერ თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს. თუ საბჭოს რომელიმე მუდმივმოქმედი წევრი ქვეყანა ვეტოს გამოიყენებს, ანკარა ამ საკითხს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში შეიტანს და გააკეთებს ყველაფერს, რათა იერუსალიმის საკითხზე მიღებული უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გაუქმდეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.

ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს, პალესტინელები კი ცდილობენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი საკუთარი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო