ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს კონსტიტუციაში ცვლილებები და ვხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი

ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და განცხადა, რომ დოკუმენტი ოპოზიციის შენიშვნების მიხედვით შემუშავდა.

„ჩვენ დღეს მეორე მოსმენით მივიღებთ კონსტიტუციურ კანონპროექტს, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. იყო დამატებითი მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რაც გაიზიარა ვენეციის კომისიამ და გაგვიზიარა რეკომენდაცია, რომ გარკვეული ცვლილებები აგვესახა კონსტიტუციაში. სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში და ვხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი, ოპოზიცია არ ესწრება სხდომას და მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი, ეს არის სამწუხარო რეალობა. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესების და ცვლილებების გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური სისტემა დაიხვეწება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა