ირაკლი კობახიძე - 2024 წელს, როცა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, პოლიტიკური კულტურის დეფიციტი სტაბილური განვითარების პრობლემას აღარ შექმნის

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიზარდოს კონსოლიდაციის ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და პარტიათა ინსტიტუციონალიზაციის დონე - ეს ყველაფერი დაგვაზღვევს რისკებისგან გრძელვადიან პერსექტივაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

“ჩვენ ვვითარდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა კონსოლიდაციის მაღალ ხარისხს მიაღწევს. ჩვენ მივაღწევთ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის უფრო მაღალ ხარისხს. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2024 წელს, როცა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, პოლიტიკური კულტურის დეფიციტი პოლიტიკური პროცესების და სტაბილური სახით განვითარების პრობლემას აღარ შექმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ არის და მხარს არ უჭერს სწორედ იმ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე შედის. კობახიძის თქმით, ეს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა