დავით ნარმანია - ჩემი მისვლით გაიზრდება თუ არა ტარიფები ან მე ვინმეს ვუბიძგებ თუ არა ტარიფების გაზრდისკენ, წინასწარ მე თვითონაც არ ვიცი

ჩემი მისვლით გაიზრდება თუ არა ტარიფები ან მე ვინმეს ვუბიძგებ თუ არა ტარიფების გაზრდისკენ, წინასწარ მე თვითონაც არ ვიცი, - ასე უპასუხა სემეკის წევრობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას მოჰყვა.

როგორც ნარამიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, ტარიფებთან დაკავშირებით ყოველთვის სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

”ეს გადაწყვეტილებები აუცილებლად დაემყარება ძალიან კვალიფიციურ დოკუმენტებს. ისეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და არც სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს. არ უნდა გაკოტრდეს სერვისის მიმწოდებელი კომპანია, მან სტაბილურად და გრძელვადიან პერიოდში უნდა შეძლოს როგორც ხარჯების დაფინანსება, ასევე უნდა შეძლოს ბაზარზე ოპერირება ისე, რომ არ გაკოტრდეს და გონივრული მოგება მიიღოს. შესაბამისად, ტარიფი ამის მიხედვით უნდა გადაანგარიშდეს. წინასწარ იმის თქმა, ჩემი მისვლით გაიზრდება თუ არა ტარიფები ან მე ვინმეს ვუბიძგებ თუ არა ტარიფების გაზრდისკენ თუ არგაზრდისკენ, მე თვითონაც არ ვიცი ჯერ”, - განაცხადა ნარმანიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს