„თავისუფალი საქართველო“ ტენდერებზე არსებული ეჭვების გამოსაძიებლად, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტენდერებზე არსებული ეჭვების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც პარტიაში განმარტავენ, საქმეს აჟამად კონკურენციის სააგენტო სწავლობს, რომელსაც ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს და ეს კიდევ უფრო ზრდის გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებულ ეჭვებს. პარტიის ლიდერი კახა კუკავა მზადაა მონაწილეობა მიიღოს, აღნიშნული კომისიის მუშაობაში

„როგორც ცნობილია, „სიტროენ ჯორჯია“ პრეტენზიას აცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული ტენდერების 70% ჩატარდა კონკურსის გარეშე. შედეგად სახელმწიფომ იზარალა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. თავის მხრივ, „სიტროენ ჯორჯიას“ მიმართ პრეტენზიები აქვს სახელმწიფოსაც.

ამ საქმის გამოძიება კონკურენციის სააგენტოს მიერ, რომელსაც ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს, კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებულ ეჭვებს.

მიგვაჩნია, რომ, როგორც ეს მიღებულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, ამგვარი საქმეების გამოძიებისთვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისისა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რომელიც შეისწავლის საქმეს, როგორც ნეიტალური მხარე. მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ კომისიის მუშაობაში ანაზღაურების გარეშე“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა