თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 3 მლნ ლარზე მეტით იზრდება

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები ჯამურად, 3 მლნ 700 ათასი ლარით იზრდება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 35%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.

მისი თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხარჯები 29 მლნ ლარს, დაავადებათა სკრინინგი კი - 2 მლნ ლარს შეადგენს.

„გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 3 მლნ 300 ათას ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია ტრანსპლანტაცია და კომუნალური სუბსიდირება. ასევე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით ჯამურად, 32 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა გათვალისწინებული.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“