კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს - ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან

ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს.

თბილისის მერი სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხს შეეხო, რომელიც მილანური კომპანიის თბილისის საახალწლო განათებებს შეეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ თბილისის საახალწლო განათება მილანურმა კომპანიამ განახორციელა.

„საახალწლო განათებებს რაც შეეხება, ნამდვილად მიხარია, მოსახლეობა არის გახარებული და მოსწონთ, თუ როგორ არის ჩვენი თბილისი მორთული. რაც შეეხება განათებებს, აქაც იტყუებით - მილანური კომპანია არ არის ის, ვისგანაც მოხდა განათებების შესყიდვა. თუმცა, მილანურიც რომ ყოფილიყო, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბევრი ევროპული კომპანია - იტალიური, ფრანგული, რომ მათი გამოცდილება იყოს გაზიარებული. ერთ-ერთი საუკეთესოა ის კომპანია, რომლისგანაც მოხდა საახალწლო განათებების შესყიდვა. მომავალ წელს, უკეთესად მოვემზადებით, უფრო ლამაზი და მომხიბლვლელი იქნება ჩვენი დედაქალაქი.

სხვათაშორის დღეს, 20:00 საათზე, გვაქვს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, სადაც ბევრი თანამოქალაქე იქნება. თქვენც გიწვევთ, მობრძანდით, ბატონო ოპოზიციავ და ისიამოვნეთ განათებული ნაძვის ხით“, - განაცხადა სხდომაზე კახა კალაძემ.

საკრებულოს დარბაზიდან ლევან ხაბეიშვილის რეპლიკის შემდეგ კი მერმა მას მიმართა და განაცხადა - „ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან“.

მერის ამ ფრაზას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დარბაზში ხმაური მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„რა პრეტეზნია გაქვთ, როცა იუმორში სიმართლეს გეუბნებიან“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო