ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს - 8 ოპოზიციონერთან საუბარს გირჩევნიათ 8 ქურდს ესაუბროთ

8 ოპოზიციონერთან საუბარს გირჩევნიათ 8 სულ ქურდს ესაუბროთ, - ასე უპასუხა თბილისის მერს, კახა კალაძეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხდებით, კალაძე მხოლოდ "ქართული ოცნების" მერი არ არის, თუმცა ამ პოზაში იმყოფება.

"ათასობით ლარს იხდით პიარის სამსახურში, ამ დროს კი გირჩევენ, რომ ოპოზიციას თურმე შეურაცხყოფა უნდა მიაყენოთ, თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია ან კითხვა აქვს, მარგინალი უწოდოთ და ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ. მე ამ შეურაცხყოფაში არ შემოგყვებით. მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც საქმესთან ახლოსაა. თქვენ აქ თქვით, ბავშვების ჭამა რა შუაშია, ისინი სამჯერ ჭამენო? თქვენ ან არ მისმენთ, ან არ გესმით. მე ვთქვი, რომ აქადე ერთი ბავშვის კვება ჯდებოდა 1.80 ლარი, ახლა ჯდება 3.60. მაშინაც სამჯერადი კვება იყო და დღესაც. გეკითხებით, თუ ბავშვებისთვის გაძვირდა წიწიბურა და შაქარი, რატომ არ გაძვირდა სოციალურად დაუცველებისთვის? რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, თქვენ ამ ხარჯების შემცირების დაპირებით მოდიოდით და მქონდა მოლოდინი, რომ რაღაცას მაინც მოაკლებდით. ამ დროს თქვენ გამოეცით ბრძანება, რითაც შტატგარეშე მოსამსახურეებად ადამიანები დანიშნეთ. ქალბატონი ყანდიაშვილი რომ იღებს 4 300 ლარს, ეს ქალბატონიც სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელია? მრჩევლებს რომ ინიშნავთ ხელშეკრულებით, მაგალითად, ნაძალადევის გამგეობაში რომ გყავთ შტტგარეშე თანამშრომელი და გამგებლის მოადგილედ ეცნობა მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენც ასე გაგვეცნო, 3 600 ლარს აძლევთ ამისთვის, ეს ნორმალურია?

ცუდი ის არის, რომ ტყუილებით დაიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა.

თქვენ აგირჩიათ თბილისელებმა მერად, მერე რა, რომ მე არ აგირჩიეთ, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ მერი. რატომ ხართ ისეთ პოზაში, რომ მარტო „ქართული ოცნების“ მერი ხართ და არა დანარჩენი თბილისელების? რომელი თქვენგანი იმყოფინებთ1.18 ლარს?

მესმის, ბატონო კახა მე თქვენი, 8 ოპოზიციონერთან საუბარს გირჩევნიათ 8 სულ ქურდს ესაუბროთ,"- განცხადა ხაბეიშვილმა.

ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს მიმართა.

თბილისის მერი სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხს შეეხო, რომელიც მილანური კომპანიის თბილისის საახალწლო განათებებს შეეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ თბილისის საახალწლო განათება მილანურმა კომპანიამ განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა