ანა დოლიძე - დღეს ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციის ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას იღებს. როგორც დოლიძემ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანის შეფასებისას განაცხადა, კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილებების პროცესი უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ, რომ ის შემართება, რომლითაც ხდებოდა კონსტიტუციის ცვლილება, მიუღებელი იყო. გავიხსენოთ, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გზადაგზა ჩამოიშალა, ცვლილებები მიიღო მმართველმა ძალამ ერთპარტიულად და სანამ პროექტი რეალობად იქცეოდა, მანამ ის უკვე შეიცვალა. დაპირება, რომელიც საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის წინაშე დაიდო შეიცვალა. კონსტიტუციის მიღებისთანავე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ ვიღებთ ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას. ის გაუმართაობა, როგორც წარიმართა ეს პროცესი უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო