გოკა გაბაშვილის გამოსვლას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

თბილისის საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გოკა გაბაშვილის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა. გოკა გაბაშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი უსაქმურობაც ახსოვს, მათი უნიათობაც ახსოვს და გაფლანგული ფულიც.

„ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მმართველობის პლუსები და რა ნაბიჯები გადაიდგა. კარგად ვიცი ჩვენი მმართველობის ჩავარდნებიც, მაგრამ თქვენი უნიათობაც ვიცი, თქვენი უსაქმურობაც ვიცი, თქვენი გაფლანგული ფულიც ვიცი, თქვენი ვერგაკეთებული პროექტებიც ვიცი. არ ვაპIრებდი თქვენთან ამ საკითხზე საუბარს, ხელისუფლების წარმომადგენლები ხართ და ცოტა ნერვები დაიმშვიდეთ, საქმეს მიხედეთ, ხალხს დაეხმარეთ, დაფიქრდით რამეზე“, - განაცხადა გაბაშვილმა.

გაბაშვილის სიტყვით გამოსვლა უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გააპროტესტა, რასაც რამდენიმე წუთის განმავლობაში სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წევრების გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა