ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში კორუფციის მხრივ სისტემური პრობლემები აღმოფხვრილია

ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დაპირისპირებას, თუმცა პრემიერმა გააკეთა სათანადო კომენტარები და მომავალშიც გააკეთებს კომენტარს ყველა ასეთი ტიპისსაკითხზე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ–მინისტრსა და გია გაჩეჩილაძეს(უცნობი) შორის დაპირისპირებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში კორუფციის მხრივ სისტემური პრობლემები აღმოფხვრილია, ინდივიდუალურ შემთხვევების პრევენციაზე კი ყველამ ერთად უნდა იზრუნოს.

”ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დაპირისპირებას, თუმცა პრემიერმა გააკეთა სათანადო კომენტარები და მომავალშიც გააკეთებს კომენტარს ყველა ასეთი ტიპის საკითხზე. ეს არის მისი პრეროგატივა, რაც შეეხება კორუფციას, გარკვეულ გარიგებებს, სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი საქართველოში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენას, მასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება, პირველ რიგში პარლამენტის ინეტერსებშია, რომ განავახორციელოთ საკუთარი საზედამხედველო ფუნქციები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ, ასეთი მოვლენების პრევენციაზე. დარწმუნებული ვარ, სისტემური ხასიათი არ აქვს ასეთ მოვლენებს, რაც შეეხება ინივიდუალურ შემთხვევებს ყველამ ერთად უნდავიზრუნოთ პრევენციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო