ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ღონისძიებას, სადაც ბიბლიოთეკის გახსნასთან ერთად ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიაც ჩატარდა, სხვა სტუმრებთან ერთად ისრაელის ქნესეთის წევრებიც ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ებრაული ბიბლიოთეკისთვის წიგნები „სარას ფონდმა“ „ისრაელის სახლთან“ ერთად შეიძინა. წიგნები ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ეხება ისრაელის უძველეს და თანამედროვე ისტორიას, სიონიზმს, იუდაიზმს, თეოლოგიას, ისრაელის საგარეო პოლიტიკას. წიგნებს შორის არის ივრითის შესასწავლი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები. მალე ქართული ბიბლიოთეკა ისრაელშიც გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო