ირაკლი კობახიძის განცხადებით, სემეკ-ის წევრობის კანდიდატად დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სემეკ-ის წევრობის კანდიდატად თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედოვნებს, რომ უმრავლესობის მხრიდანაც მხარდაჭერა იქნება.

„მე პირადად მხარს დავუჭერ დავით ნარმანიას კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ უმრავლესობის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა. რაც შეეხება ვადებს, ეს არის პროცედურის საქმე, არ არის გამორიცხული მომდევნო კვირაშიც განვიხილოთ ეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს