კახა კალაძე - უახლოეს მომავალში თბილისი იქნება სიხარულით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი

ძალიან მიხარია ის, რომ მომდევნო წლები იქნება წარმატების წლები და უახლოეს მომავალში თბილისი იქნება სიხარულით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა, სადაც თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

"პირველ რიგში მინდა მივულოცო დედაქალქის მოსახლეობას. ძალიან მიხარია და მნიშვნელოვანია ის, რომ დამტკიცდა დედაქალაქის ბიუჯეტი. ეს არის ის პროგრამა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ ვიწყებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას, ვიწყებთ მუშაობას არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ვიცით, რომ არის საცობების პრობლემა, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტები”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დედაქალაქის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო. სულ კენჭისყრაში 40 დეპუტატი მონაწილეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა