ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ნულოვანი ინტერესი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, პოლიტიკური თვალსაზრისით ის სარგებლობს ნულოვანი აქტუალობით

ჩვენ გვაქვს ნულოვანი ინტერესი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, პოლიტიკური თვალსაზრისით ის სარგებლობს ნულოვანი აქტუალობით საქართველოში, ეს თამამად შეიძლება ითქვას, –ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლოა ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს არის სამართლებრივი საკითხი.

„ჩვენ გვაქვს ნულოვანი ინტერესი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. პოლიტიკური თვალსაზრისით ის სარგებლობს ნულოვანი აქტუალობით საქართველოში, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება 2016 არჩევნებისათვის და ეს დაპირება ჩვენ პირნათლად შევასრულეთ. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური პოლიტიკურად, დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხები და სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა