გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის მიზანი ვერ შედგა, თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ოპოზიციის მიზანი ვერ შედგა, თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებაზე გააკეთა. გიორგი ტყემალაძემ თბილისის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მიულოცა, რომელიც, მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.

„პრიორიტეტები ბიუჯეტში ასახულია იმ მიმართულებით, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული და რომელსაც მოსახლეობამ დაუჭირა მხარი. თბილისის მერი ძალიან წარმატებით ახორციელებს საქმიანობას და ეს ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ამბავი. სამწუხაროდ, ეს დღესაც გამოჩნდა. მათ ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრათ დადებით მიმართულებებზე, მომართული იყვნენ, რომ პროცესი ყოფილიყო ნეგატიურ ჭრილში გადაყვანილი, თუმცა მათი მიზანი ვერ შედგა, ბიუჯეტი დამტკიცებულია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 2018 წელს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა