არჩილ თალაკვაძე - მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, როგორიცაა კონსტიტუცია, ბიუჯეტი, სამთავრობო ცვლილებებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ პაკეტი, ავირჩიეთ ახალი ომბუდსმენი

საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იყო და ჩვენ მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი კანონები და გადაწყვეტილებები, როგორიცაა კონსტიტუცია, ბიუჯეტი, სამთავრობო ცვლილებების პაკეტი, შრომის ანაზღაურების შესახებ პაკეტი, ავირჩიეთ ახალი ომბუდსმენი”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საშემოდგომო სესიის შეჯამებისას განუცხადა.

”იანვრიდან დავიწყებთ მზადებას საგაზაფხულო სესიისთვის, გვექნება რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში. საპარლამენტო უმრავლესობის შიდა სამუშაო პროცესი და კოორდინაცია კიდევ უფრო გააქტიურდება, ამ მიზნით ვგეგმავთ უმრავლესობის შიგნით დამატებითი ფრაქციების შექმნასაც”, - განაცხადა თალაკვაძემ.