მამუკა ტუსკაძე - ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში მეოთხე ადგილი აიღო - გია გაჩეჩილაძის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა მან მეოთხე ადგილი აიღო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს

წევრმა მამუკა ტუსკაძემ ე.წ. ტენდერების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

ტუსკაძის განცხადებით, გია გაჩეჩილაძის(უცნობი) განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. მისი თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელზეც გაჩეჩილაძე აპელირებს, რეალურია, თუმცა კომპანიის მფლობელი არა ხეჩიკაშვილი, არამედ, ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილი, ბიზნესმენი ირაკლი თოფაძეა.

„შარაშიძემ და გია გაჩეჩილაძემ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში გამომდინარე იქედან, რომ თქვეს ერთ-ერთი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობდა, თუმცა მან მეოთხე ადგილი აიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ჰიუნდაი ავტო“, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ხეჩიკაშვილთან, არამედ ის არის თოფაძეების კომპანია. აღნიშნული კომპანიის დირექტორი თვითონ არის, ქონების მოგების ის იღებს და ა.შ”,- განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ არაკეთილსინდისიერი სტატუსით მიანიჭა დისკვალიფიკაცია. მისი თქმით, „სიტროენ ჯორჯია“ სრულად აკმაყოფილებდა ტენდერის პირობებს.

„დავების საბჭომ ნაწილობრივ, ორჯერ დააკმაყოფილა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი და ამ კონკრეტულ ტენდერთან მიმართებით ორჯერ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განსაკუთრებული გულისყურით შეესწავლათ ამ კომპანიის და მისი პარტნიორი კომპანიის დოკუმენტაცია, რათა მიეღოთ კანონიერი გადაწყვეტილება. თუმცა, მათ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა და უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერი სტატუსით დისკვალიფიკაცია მიენიჭა „სიტროენ ჯორჯიას“. შემიძლია გითხრათ, რომ ტენდერის პირობებს სრულად აკმაყოფილებდა „სიტროენ ჯორჯია”, - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

ტუსკაძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თავად ირაკლი თოფაძე. როგორც თოფაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მას კომპანია „ჰიუნდაისთან“ არანაირი შეხება არ აქვს.

მისივე განცხადებით, კომპანია „ჰიუნდაის“ მფლობელი მისი მეგობარია და მისივე თხოვნით, რამდენიმე წლის წინ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ”თუმცა, კომპანიის საქმიანობაში მას მონაწილეობა არ მიუღია, დროის უქონლობის გამო კი, გარკვეული პერიოდის შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და მინდობილობით აღნიშნული პოსტი კომპანიის მფლობელს დავით გიორგობიანს გადასცა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო