ზაზა გაბუნია - წარმატებული საკონსტიტიტუციო რეფორმის მნიშვნელოვანი ფაზა გავლილია

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ერთგულია საპარლამენტო უმრავლესობა იმ ვალდებულებებისა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის პროცესშივენეციის კომისიის მიმართ ავიღეთ, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კონსტიტუციის ირგვლივ კონსესუსის უზრუნველსაყოფად მმართველმა გუნდმა გააკეთა ყველაფერი, ხოლო ოპოზიციამ - არაფერი.

”ისინი დღეს იმ ცვლილებების ასახვასაც კი არ დაესწრნენ, რასაც მათი მხრიდან კონსესუსის უზრუნველსაყოფად მთავარ საკითხებად ასახელებდნენ.

ჩვენ ერთგული ვართ მოსახლეობის მიმართ ნათქვამი ვალდებულების და საქართველოს ექნება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ამსახველი და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია”,- განაცხადა გაბუნიამ.

პარლამენტმა 115- ხმით, მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს