თამარ ტალიაშვილი - 2018 წელს თბილისის ხელოვნების სკოლებსა და მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა დედაქალაქის 2018 წლით გათვალისწინებულ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც განათლებისა და კულტურის მიმართულებით იგეგმება.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი ასევე ოპონენტების მხრიდან სამუშაო ადგილების შექმნასთან დასმულ შეკითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბიუჯეტის ერთი მუხლით არ შეიძლება განისაზღვროს სამუშაო ადგილების შექმნა არ შექმნის საკითხი.

”ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც იგეგმება და ასეთი მრავლადაა ამ ბიუჯეტში წარმოდგენილი, კულტურული აქტივობის ზრდა, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა, სპორტის თუ სხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიან ეფექტზე გათვლილი და ემსახურება მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას.

მინდა დავაფიქსირო პოზიცია, როგორც საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თემქის ოლქში და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, რომ მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება ბიუჯეტის ვარგისიანობა, ციფრებში ისედაც ყველასთვის ცხადია, რომ ბიუჯეტი 60 000 000- ით არის გაზრდილი. ციფრებთან ერთად მნიშვნელოვანია გუნდის განწყობა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა თანამშრომლობა ყველა დონეზე - გამგეობასთან, ვიცე მერთან, მერის მოადგილეებთან, უშუალოდ ბატონ კახი კალაძესთან და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მათი მხრიდან იგრძნობა მაქსიმალური მზაობა, რომ მოხდეს წლების განმავლობაში მიტოვებული საკითხების გადაწყვეტა, რაც იმის გარანტიაა, რომ ბიუჯეტიდან მოსახლეობა მაქსიმალურ სიკეთეს მიიღებს.

ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების რეაბილიტაცია, ათი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, იგეგმება ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, ბიუჯეტში პროგრამის სახითაა მოცემული შემოქმედებითი თბილისი და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის გადაქცევა არა მხოლოდ კულტურულ, არამედ შემოქმედებით ცენტრად“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი უშუალოდ თბილისის მერმა კახი კალაძემ წარადგინა. საკრებულოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა