„ბიბლუსში“ საახალწლო, -50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

საქართველოში ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ საახალწლო, -50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო!

„ბიბლუსის“ საახალწლო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნის, როგორც საუკეთესო საჩუქრის პოპულარიზაცია. წიგნი მართლაც რომ ყველაზე უნივერსალური და მუდმივად სასურველი საჩუქარია, ამიტომაც „ბიბლუსი“ თავის მომხმარებელს საახალწლო საჩუქრის შეძენის პროცესს უმარტივებს და მთელი ქსელის მასშტაბით წიგნების ფართო ასორტიმენტზე -50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

გარდა წიგნებისა, „ბიბლუსის“ არაერთ ფილიალში წარმოდგენილია ახალი წლის მთავარი ატრიბუტის - ნაძვის ხეების ფართო არჩევანი. საუკეთესო ხარისხის ნაძვის ხეებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აქ მათი ფასი 55.2 ლარიდან იწყება და ზომის, ხარისხისა და მოდელის მიხედვით იცვლება.

InterPressNews.Ge

იმისათვის, რომ ახალ 2018 წელს სრულად მომზადებულნი დავხვდეთ, საუკეთსო ნაძვის ხის გარდა ნამდვილად გვჭირდება მოდური და თანაც მაღალი ხარისხის აქსესუარები, რომელთა შეძენაც ხშირად საკმაოდ დიდ ფინანსებთან ასოცირდება. ამ მიმართულებითაც იზრუნა „ბიბლუსმა“ თავის მომხმარებელზე და მათ საახალწლო აქსესუარებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. „ბიბლუსში“ წარმოდგენილია, როგორც ნაძვის ხის გასაფორმებლად საჭირო სათამაშოები, ასევე საახალწლო თემატიკის დეკორატიული ნივთები და წლევანდელი ტრენდის მთავარი დეტალი- კერამიკის აქსესუარები. ნაძვისხეებისა და საახალწლო აქსესუარების ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია „ბიბლუსის“ შემდეგ ფილიალებში: „ბიბლუსი გალერეა“ თბილისი: ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7; ბათუმი : მემედ აბაშიძის #52; თელავი: სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთა. ასევე თბილისში, „ბიბლუსის“ გუდვილის, სითი მოლის, თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში.

(R)