დავით უსუფაშვილი - რთული წარმოსადგენი იყო, რომ პარლამენტი მოახერხებდა კონსტიტუციის კიდევ უფრო დაკნინებას

რთული წარმოსადგენი იყო, რომ პარლამენტი მოახერხებდა კონსტიტუციის კიდევ უფრო დაკნინებას - ახერხებენ, -ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტის მიღებას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ”ახერხებენ, ახლა უკვე საკუთარ ცვლილებებს ცვლიან ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით ყველაზე უფრო მკაფიოდ და ცალსახად დადგენილი წესის დარღვევით - კონსტიტუციის 102-ე მუხლის მიხედვით ცვლილების ინიცირება შეუძლია მხოლოდ ორ სუბიექტს, პარლამენტის წევრთა უმრავლესობას ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს”.

”მინდა, პატივცემულ ყოფილ კოლეგებს და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებს ვთხოვო, ნუ გაითვალისწინებენ ნურც ჩემსა და ნურც სხვის მოსაზრებებს და დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ გონებაში ჩატარებული მარტივი ინტელექტუალური ოპერაციის შედეგებს. ამისათვის, ყოველმა მათგანმა, სანამ ხმას მისცემდეს პროექტს, საკუთარ თავს პასუხი გასცეს მარტივ კითხვაზე - ვის მიერაა ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე მე-18 მუხლში შესატანი (და კიდევ სხვა არაერთი) ცვლილება?

ვისაც ამ კითხვაზე ექნება პასუხი, რომ ამგვარი ცვლილებები ნახა 200 000 ამომრჩევლის ან თავად მისი ხელმოწერით უმრავლესობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ინიციატივაში, მას შეუძლია სუფთა სინდისით აღასრულოს კანონმდებლის საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობა - ხმა მისცეს მისი მხრიდან საჭიროდ დანახულ ცვლილებას.

ვისაც ამ კითხვაზე ექნება პასუხი, რომ ეს ინიციატივა არ ეკუთვნის კონსტიტუციით მკაცრად დადგენილ არც ერთ შესაძლო სუბიექტს, იგი, კანონმდებლის საპატიო და საპასუხისმგებლო სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულია არ დაუშვას არაკონსტიტუციური გზით კონსტიტუციის შეცვლა, ანუ ხელისუფლების უზურპაცია.

ვისაც ამ კითხვაზე ექნება პასუხი, რომ „მერე რა, ამგვარი რამ „ნაცური ცხრა წლის“ განმავლობაშიც ხომ მომხდარა“, მას შეუძლია ჩართოს „ქოცურ რვა წლამდე“ დარჩენილი დროის წამზომი და მოემზადოს „პოსტ-ცხრაწლურ-ნაცური“ მომავლისთვის...”- აცხადებს უსუფაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს