"სიტროენ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - 10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით, ამ 10 თვეში კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს

10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით და ამ 10 თვეში, კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს, - ამის შესახებ კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

”10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით და ამ 10 თვეში კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს. ”სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენელი გვყავდა ბატონ დავით ნარმანიასთან მიყვანილი. შევიყვანეთ და შევახვედრეთ ბატონ ნარმანიას. იყო ინტერესი, რომ ”ელექტრო ჩარჯერების” საქართველოში დამამზადებელი ქარხანა გაკეთებულიყო. ამის დიდი შანსი იყო, მაგრამ ამას ისე ალმაცერად შეხვდნენ საქართველოში და მერე ისეთი სპეცოპერაცია მოუწყვეს საქართველოში კომპანიას, რომ ყველაფერი გაუქმდა. დავით ნარმანიას შევხვდით და თითქოს შეთანხმება შედგა, მაგრამ მეორე დღეს აღარავის არაფერი ახსოვდა”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

"სიტროენ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - 10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით, ამ 10 თვეში კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს