თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დედაქალაქის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო. სულ კენჭისყრაში 40 დეპუტატი მონაწილეობდა.

ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები აღარ იმყოფებოდნენ. მათ განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომა დატოვეს.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 861 მილიონ ლარს შეადგენს და ის შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ გაიზარდოს. როგორც სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ბიუჯეტი გაიზარდება 14 მილიონ ლარიანი ტრანსფერისა და 8 მილიონი ლარის ეკონომიების ხარჯზე.

ბიუჯეტის დამტკიცებას სხდომაზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მერისთვის შეკითხვებით მიემართათ, თუ რატომ არ მოხდა მათი ინიციატივების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა