არსებული ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე უმრავლესობის ახალი ფრაქცია დეპუტატ ბიძინა გეგიძის ხელმძღვანელობით შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე ახალი ფრაქცია დეპუტატ ბიძინა გეგიძის ხელმძღვანელობით შეიქმნება. ამავე ფრაქციაში გაერთიანდებიან ირაკლი აბუსერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ იციან ვინ იქნებიან ფრაქციის სხვა წევრები.

ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მაჟორიტარების შემადგენლობით ბიძინა გეგიძის ფრაქციის გარდა, სხვა ფრაქციაც შეიქმნება.

ფრაქციების ფორმირების საკითხზე უმრავლესობაში კონსულტაციები დაწყებულია.

როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა