დავით უსუფაშვილი - რთული წარმოსადგენი იყო, რომ პარლამენტი მოახერხებდა კონსტიტუციის კიდევ უფრო დაკნინებას

რთული წარმოსადგენი იყო, რომ პარლამენტი მოახერხებდა კონსტიტუციის კიდევ უფრო დაკნინებას, - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტის მიღებას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ”ახერხებენ, ახლა უკვე საკუთარ ცვლილებებს ცვლიან ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით ყველაზე უფრო მკაფიოდ და ცალსახად დადგენილი წესის დარღვევით - კონსტიტუციის 102-ე მუხლის მიხედვით ცვლილების ინიცირება შეუძლია მხოლოდ ორ სუბიექტს, პარლამენტის წევრთა უმრავლესობას ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს”.

”მინდა, პატივცემულ ყოფილ კოლეგებს და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებს ვთხოვო, ნუ გაითვალისწინებენ ნურც ჩემსა და ნურც სხვის მოსაზრებებს და დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ გონებაში ჩატარებული მარტივი ინტელექტუალური ოპერაციის შედეგებს. ამისათვის, ყოველმა მათგანმა, სანამ ხმას მისცემდეს პროექტს, საკუთარ თავს პასუხი გასცეს მარტივ კითხვაზე - ვის მიერაა ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე მე-18 მუხლში შესატანი (და კიდევ სხვა არაერთი) ცვლილება?

ვისაც ამ კითხვაზე ექნება პასუხი, რომ ამგვარი ცვლილებები ნახა 200 000 ამომრჩევლის ან თავად მისი ხელმოწერით უმრავლესობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ინიციატივაში, მას შეუძლია სუფთა სინდისით აღასრულოს კანონმდებლის საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობა - ხმა მისცეს მისი მხრიდან საჭიროდ დანახულ ცვლილებას.

ვისაც ამ კითხვაზე ექნება პასუხი, რომ ეს ინიციატივა არ ეკუთვნის კონსტიტუციით მკაცრად დადგენილ არც ერთ შესაძლო სუბიექტს, იგი, კანონმდებლის საპატიო და საპასუხისმგებლო სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულია არ დაუშვას არაკონსტიტუციური გზით კონსტიტუციის შეცვლა, ანუ ხელისუფლების უზურპაცია.

ვისაც ამ კითხვაზე ექნება პასუხი, რომ „მერე რა, ამგვარი რამ „ნაცური ცხრა წლის“ განმავლობაშიც ხომ მომხდარა“, მას შეუძლია ჩართოს „ქოცურ რვა წლამდე“ დარჩენილი დროის წამზომი და მოემზადოს „პოსტ-ცხრაწლურ-ნაცური“ მომავლისთვის...”,- აცხადებს უსუფაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო