გიორგი ლილუაშვილი ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. როგორც გიორგი ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემოთავაზება უწყების ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მხრიდან მიიღო. მისივე ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

„შემოთავაზება მივიღე ბატონ ვახტანგ გომელაურისგან და პრემიერის შესაბამისი ბრძანებით დავინიშნე გომელაურის მოადგილედ. დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოხდება მომავალ კვირას, სასესიო სხდომაზე და ამის შემდგომ შევუდგები ახალ სამსახურში მოვალეობის შესრულებას“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა