ახმეტის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-კვლევები ჩაუტარდება

დღეს, ახმეტის რაიონის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს უფასო სამედიცინო-კვლევები ჩაუტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კვლევები ადგილობრივებს ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის", პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის, ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზებით ჩაუტარდებათ.

სამედიცინო-პრევენციული კვლევები ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ, დიაგნოსტიკურ კვლევებს მოიცავს. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ისრაელ -საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი", „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მაღალკვალიფიციური ექიმები. მოსახლეობას ასევე ჩაუტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგი.

აქციის ფარგლებში სააფთიაქო ქსელი „პსპ ფარმა“ მოსახლეობას უფასოდ გადასცემს პირველადი დანიშნულების მედიკამენტებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს