ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

სხდომას თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კერძო სექტორიდან შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა ხვედელიანი.

„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოვისმინეთ საბჭოს წევრებისგან გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად აისახება საბოლოო ცვლილებების პროექტში. ასევე განვიხილეთ მცირე და საშუალო ბიზნესის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ზრდას და განვითარებას“, - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაარსდეს ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო, რაც გენადი არველაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული გზები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო და საშუალო მეწარმეობა საქართველოში“, - აღნიშნა არველაძემ.

კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭო 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მის შემადგენლობაში არიან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია კერძო სექტორთან დიალოგის წარმოების ხელშეწყობა, არსებობის შემთხვევაში კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება და ა.შ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა