ქუთაისის მერიამ სამსახურების უფროსებისა და მძღოლის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ, რეორგანიზაციის ფარგლებში, 15 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ადმინისტრაციული; ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების; ეკონომიკური განვითარების, ქონებისა და ტრანსპორტის; საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები კონკურსის გზით შეირჩევიან. ასევე კონკურსით შეირჩევა სხვადასხვა სამსახურის 5 სპეციალისტი. ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის წარმომადგენელი და მძღოლი.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 26 დეკემბერია.

27 დეკემბერს ქუთაისის მერიამ საკრებულოს რეორგანიზაციის დასრულებული ვარიანტი უნდა წარუდგინოს. ქუთაისის მერიის 5 სამსახურის უფროსმა თანამდებობა 29 ნოემბერს, ქალაქის ახალი მერის, გიორგი ჭიღვარიას პირველივე სამუშაო დღეს დატოვა.

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა