19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში,ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–22მ იქნება.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში - 6–11 გრადუსი იქნება.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნისლია მოსალოდნელი.

18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12–17 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6–10 გრადუსი.

19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8–11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

19 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა