ერდოღანი - მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან უსამართლობას, ამჟამად 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ეს რიცხვი გაიზრდება

თურქეთი გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს სამარცხვინო გადაწყვეტილება გააუქმოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„მტკიცედ ვართ განწყობილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში. ჩვენ ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა გავაუქმოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, აშშ-მა იერუსალიმის შესახებ 1980 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება დაარღვია.

„მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი გაიზრდება ჩვენი ძალისხმევით“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო