გიორგი გახარია გერმანიის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი და საქართველოში გერმანიის პოლიციის ატაშე შტეფან ელერტი.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს და თბილისში გერმანიის პოლიციის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას. მხარეებმა უკანონოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. გიორგი გახარიამ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა