გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარები მთავრობას მოუწოდებენ, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ასეთი მაღალი რანგის გამოხმაურება, ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

როგორც გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს და პატივი სცეს ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოხმაურებები უკვე იყო ესტონეთის პარლამენტართა და პოლიტიკოსთა ჯგუფის, ლიტვის და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან. იყო მოწოდებები, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ასეთი მაღალი რანგის გამოხმაურება, ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ წერილს ხელს აწერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და დიდი იმედი გავქვს, რომ განსხვავებით წინა შემთხვევებისა, ახლაც საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა მაღალი რანგის სიგნალს ბრიუსელიდან.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ინტერესშია ეს გვერდი ისტორიაში დაიხუროს და ყველამ ერთად ვიფიქროთ მომავალზე და არა წარსულზე. წერილი ასევე ეხება ორ სხვა საკითხს, მთავრობის საპარლამენტო კონტროლს და მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, რომ რეგულარულად იარონ პარლამენტში და თავი არ აარიდონ საპარლამენტო კონტროლს. წერილში საუბარია ასევე მედიაპლურალიზმის შენარჩუნების აუცილებლობაზე“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, პატივი სცენ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს