ეკა ბესელია - გადაწყვეტილება მომწიფდა, რომ უმრავლესობის შიგნით შეიქმნას კიდევ ორი ფრაქცია, ეს დროული გადაწყვეტილებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნა აუცილებელი იყო.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისეთ დიდ ფრაქციაში, როგორიცაა "ქართული ოცნება" რთული იყო ყველა დეპუტატს ჰქონოდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ბესელიას შეფასებით, პატარა ფრაქციებში დეპუტატებს, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.

"ეს გადაწყვეტილება მომწიფდა, რომ უმრავლესობის შიგნით შეიქმნას დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. მე ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნების" არის პრაქტიკულად ტოლფასი უმრავლესობის. რაოდენობრივად ის ძალიან დიდია, ამიტომ მართვის თვალსაზრისით და მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ყველა წევრისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის და მეტად ჩართვისთვის, მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მოქნილი იქნება კიდევ დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნა. ეს შესაძლებლობას მისცემს, ისეთ დიდ ფრაქციას, როგორიც დღეს "ქართული ოცნებაა" მოხდეს, როგორც პოლიტიკურ პროცესებში დეპუტატებისთვის უფრო მეტი ჩართვის შესაძლებლობის შექმნა, ასევე მართვის თვალსაზრისით გაცილებით უფრო მოქნილი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომ მე მგონია, ეს არის დროული და კარგი გადაწყვეტილება. ძალიან რთულია ასეთი დიდი ფრაქციის ისე მართვა, ისე რომ ყველას ქონდეს პოლიტიკურ პროცესში თანაბარი მონაწილეობის საშუალება", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის წევრებს, ბესელიას თქმით, მათი ვინაობა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"დაწყებულია სამუშაო პროცესი, თუ ვინ როგორ გადანაწილდება და ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ორი ახალი ფრაქციის შექმნის ინიციატორი პოლიტიკური გუნდია. ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთანაც გაიმართება.

"პრემიერთან შესაძლოა ცალკეული საუბრები იყო, მაგრამ საბოლოო კონსულტაციები არ ყოფილა. რა თქმა უნდა, შეთანხმდება მასთან ეს ყველაფერი, ვინაიდან ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პრემიერთან შეთანხმების გარეშე ბუნებრივია არ მიიღება", - განაცხადა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ ის მთავარ ფრაქციაში რჩება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს