ეკა ბესელია არასამთავრობოებს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს აცნობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს აცნობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე პარლამენტში კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების" წევრებს ხვდება.

როგორც ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რეფორმის მეოთხე ტალღა ოთხ საკითხს ეხება, მათ შორის მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და საქმეთა განხილვების დაჩქარებას.

"შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული - სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ. ეს არის გაგრძელება იმ სამი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის. ამ ეტაპზე, ამ ფორმატში ჩვენ ვმუშაობთ ოთხ საკითხზე. ეს არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, ასევე საქმეთა განხილვის დაჩქარება და საქმეთა ნაკადის მართვა. ამ მიმართულებით უკვე მომზადებულია პირველი პროექტი, რომელიც ეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოსამართლეებს დაეხმარება, რომ უფრო სწრაფად განიხილონ საქმეები. ასევე ვმუშაობთ იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებზე. ამ შეხვედრაზე არასამთავრობოებს გავუზიარებთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რა თემებია მომწიფებული და საუბარი იქნება იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან გულისხმობს ამ რეფორმის გაგრძელებას", - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა