ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე

მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პარლამენტში, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებულ რეფორმაზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისგან რეფორმის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ის საკითხები განიხილეს, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს.

"დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩო და კანონში კონკრეტული დებულებები შეიცვალოს, მათ შორის რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, ასევე იუსტიციის სკოლის რეფორმას, მოსამართლეების დანიშვნის წესს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება იყოს იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი. საუბარია იგივე კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და ა.შ. და ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ორგანოებიდან იყოს რეაგირება ამ საკითხებზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს