ოჯახი 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს

ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაუჩინარებული ბიჭის დამ, თეონა დოლიძემ განუცხადა, „17 წლის მოზარდი ძალადობის მსხვერპლია და გამოძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მუშაობდეს“.

როგორც თეონა დოლიძე ამბობს, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, „თუმცა სკოლამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს“.

ოჯახის თქმით, 17 წლის ბიჭმა თანატოლებთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფა და სახლში ნასვამ მდგომარეობაში სახის არეში დაზიანებებით დაბრუნდა. 

„ჩემი ოჯახი ხელს არავის არ ადებს. ჩემი ძმა ნაცემი იყო და მისი გაუჩინარებას სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია, ძალიან ბევრი გაურკვეველი ფაქტია. ჩემი ძმა 2 დეკემბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვს სახეზე დაზიანებების დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული. გამოძიება უნდა დაიწყოს იმ კუთხით, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. თავდაპირველად ჩემი ძმის გაუჩინარებას “ლურჯ ვეშაპს“ ვუკავშირებდით, თუმცა პოლიციამ გადაამოწმა და ჩემი ძმა აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებული არ არის. 2 დეკემბერს ჩემმა ძმამ ვისთან ერთადაც იქეიფა იმ ადამიანების დაკითხვას ვითხოვ. ბავშვს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა რა დროს რა მოხდება არ ვიცით. მამაჩემს 2 დეკემბერს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ორ საათში დაზიანებული სახით მიიყვანეს. პოლიციას მოვუყევი 2 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის დეტალები. სახეზე იმდენი დაზიანება ჰქონდა, ერთი დაცემით როგორ შეიძლება მომხდარიყო? ჩვენ ფაქტები ხელთ გვაქვს და გამოძიებას ვითხოვთ“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თეონა დოლიძემ.

17 წლის ახალგაზრდა სოფელ ბობოყვათში 7 დეკემბერს გაუჩინარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული" - ოჯახის ახალი ვერსია ქობულეთში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა