აჭარაში რაგბის დაარსების თარიღი აღნიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მთავრობის წევრები და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაგბი არენაზე, რაგბის დაარსების 27-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ ღონისძიებას დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით ვეტერანი მორაგებეების, საქართველოს ეროვნული გუნდის წევრებისა და ადგილობრივი მორაგბეების ჩართულობით გაიმართა ამხანაგური მატჩი.

მათივე ცნობით, რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვეტერან და მოქმედ სპორსტმენებს.

ღონისძიება აჭარის რაგბის განვითარების ფონდ „დელფინების“ ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო