ბათუმში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორი მოზარდია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი - 14 და 17 წლის მოზარდია. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებული ერთი ბავშვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნეკნების მოტეხილობით მოათავსეს, ხოლო მეორე ბავშვს დაჟეჟილობა აღენიშნება და იგი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.

"სამი პირია დაშავებული. მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან მოთავსებული",- აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა