მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც

თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. სააკაშვილი უკრაინაში ხვალ დაგეგმილ მარშთან დაკავშირებით უკრაინელებს მიმართავს და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზეც საუბრობს.

„ხვალ ყველა აუცილებლად უნდა გავიდეთ მარშზე „იმპიჩმენტისთვის“, რათა ხელისუფლება შევაკავოთ, რომ ბოლო ფატალური ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც მას დიქტატორად აქცევს. როცა ვსაუბრობ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე, ეს საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ გვინდა ოლიგარქიიდან ნორმალურ ცხოვრებაზე მშვიდობიანად გადასვლა, აუცილებელია მოლაპარაკებები. მაგრამ რამდენიმე საკითხზე კომპრომისი არ იქნება, კერძოდ: ქვეყნის მმართველობიდან ოლიგარქიატის სრული ჩამოშორება; ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩაურევლობა; კორუფციულ სქემებზე უარის თქმა და კორუფციაში ჩართული ადამიანების დასჯა; პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა; გენპროკურორის გადადგომა; იმპიჩმენტის მექანიზმის შექმნა და იმპიჩმენტისთვის საჭირო ბარიერების მოშორება.

ამასთან, არ შეიძლება მივცეთ პუტინს საბაბიც კი, რომ ჩვენს უთახმოებებზე ითამაშოს. თუკი დიქტატურის გაჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ - მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა