ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი სანკტ-პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რუსეთის ქალაქ სანკტ- პეტერბურგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. sportall.ge-ს ინფორმაციით, ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოიჭი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდება.

ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, პირველ წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა, შემდეგ კი მონღოლ ოდბაიარ განბაატარს ასევე იპონით მოუგო. მესამე შეხვედრა კი შავდათუაშვილმა უზბეკ გიოსონ ბობოევთან გამართა და ის იპონით დაამარცხა.

მსოფლიოს მასტერსზე მედლისთვის იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66). ის ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და რუსი ანზაურ არდანოვი ვაზარით დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა მოლდოველ დენის ვიერუს სძლია, თუმცა მესამე შეხვედრაში მარგველაშვილი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.

ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, რუს მიხაილ პულიავეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი სანკტ-პეტერბურგში 18:00 საათიდან დაიწყება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა