ბათუმი „გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეას“ მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პროექტ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დავით გაბაიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არამარტო მომავალი თაობის, არამედ ქვეყნის გაძლიერებაშიც, რისი დასტური დელეგატებით სავსე დარბაზია.

პროექტში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. გარდა ამისა, დაგეგმილია რიგი სხვა აქტივობებიც. პროექტი „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ 18 დეკემბერს დაიხურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა