ზურაბ პატარაძე „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მონაწილეებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის წევრებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სხვა საპატიო სტუმრებმა.

„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც 16-18 დეკემბერს ბათუმი მასპინძლობს. პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით ღებულობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ისინი ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო