არჩილ თალაკვაძე - ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით ადგილი არ აქვს

ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არის ერთიანი და არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით არ აქვს ადგილი, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ამგვარი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ორი ახალი ფრაქციის შექმნის საკითხზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ფრაქციების შექმნა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის, რადგანაც „ფრაქციის დაფინანსება მიბმულია დეპუტატების რაოდენობასთან და როცა დეპუტატები ქმნიან ფრაქციას, მათზე მიბმული დაფინანსებაც მათ მიჰყვებათ“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალ ფრაქციებს უმრავლესობის წევრები - ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.

„ეს გადაწყვეტილება თვეების წინ მზადდებოდა, ამაზე არაერთ ფორმატში გვქონდა მსჯელობა. სხვათა შორის მამუკა მდინარაძე იყო ინიციატორი, რომ დიდი ფრაქციის ხარჯზე შექმნილიყო ორი ფრაქცია იმიტომ, რომ ფრაქციის არსი არის დეპუტატებთან ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათი მობილიზაცია, მათი ჩართულობა კონკრეტული საკითხების თუ სხდომების გარშემო. ბუნებრივია, 85 დეპუტატთან ყოველდღიური კომუნიკაცია არის რთული. ოპოზიცია, რომელიც ბევრად მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი პარლამენტში, ფლობს ორჯერ მეტ ფრაქციას“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა