მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ტრადიციაა უკრაინული, კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს - იულია ტიმოშენკო და პოროშენკოს - მე

რაღაც ტრადიციაა უკრაინული, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტებს ამოჩემებული ჰყავდათ ერთი ადამიანი - კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ქართველი ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს ამოჩემებული ჰყავდათ იულია ტიმოშენკო და პარაშენკოს ამოჩემებული ვყავარ მე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ღმერთმა ისეთი ბედი არგუნა, რომ პოროშენკოს მთავარი სამიზნე აღმოჩნდა.

„მე არასდროს არავინ მყავდა ამოჩემებული - რატომ უნდა ამოიჩემო ვინმე და გადაწყვიტო, რომ მთელი ცხოვრების მთავარი მიზანია, ამ ადამიანთან ბრძოლა, მითუმეტეს, თუ იმ ადამიანს არ აქვს არც ფული, არც თანამდებობა, არც ჯარი ჰყავს, არც რაიმე ისეთი იცის, რამაც შეიძლება შენი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მე არ ვიცი, ასეთი ბედი მარგუნა ღმერთმა, რომ აღმოვჩნდი, მთავარი სამიზნე მარტო პარაშენკოსი კი არა - უკრაინის მთელი ოლიგარქიის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს