მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?

ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდარი, ვეშლები ვიღაცეებში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს გორის დაბომბვის დეტალები გაიხსენა და გავრცელებული კადრების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„2008 წელს გავუძელით. თბილისში კაბინეტში ვიჯექი, საფრანგეთიდან, ამერიკიდან მირეკავდნენ, მოდიან რუსები მოსაკლავად, 2 საათში მანდ იქნებიანო. ვინმემ შეატყო, რომ ნერვი ამიტოკდა? რომ ატრიალებენ კადრეს, გორში დაცვა რომ დამახტა თავზე და ვაი, რა მშიშარაა - ამბობენ. ვინ ატრიალებს ამას, - მხდალი, ნაძირლები. თვითონ მტერთან თანამშრომლობდნენ. მე, პრეზიდენტი, ვიდექი იქ, სადაც ბომბები იყო და რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგას, დამახტა თავზე. ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და მართლა იმ „ფარჩაკებისთვის“, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში - თავიანთი სიმხდალის. როდესმე ვინმემ ნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე, რომელიმე სიტუაციაში? ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილი, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, ვეშლები ვიღაცეებში. ასეთ სიტუაციაში მე ვმობილიზდები, ვარ კარგ ფორმაში, ადრენალინი მაქვს და რაღაც მომენტში კარგ ხასიათზე ვდგები. ვერ ვიტყვი, რომ 2008 წელს კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აქ ნამდვილად, კარგ ხასიათზე ვიყავი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო