ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბიძინა გეგიძემ განაცხადა, პარლამენტში ფრაქციების შექმნის ინიციატივა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ბოლო პერიოდში მოვლენები განვითარდებოდა.

„ემთხვევა ხოლმე რაღაცეები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თქვენს მიერ ხსენებული თემა არ გამხდარა ფრაქციის შექმნის მიზეზი. ფრაქციის შექმნის პროცესი გაცილებით ადრე მიმდინარეობდა, ვიდრე ამ საკითხმა წამოიწია“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

იგი ჯერჯერობით არ საუბრობს, ვინ იქნებიან ახალი ფრაქციის წევრები.

„გაჟღერდა იდეა, რომ დეპუტატთა ჯგუფმა და მათ შორის ვარ მეც, შევქმნათ ფრაქცია. მიზეზების გარეშეც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რაიმე ნეგატიური ან განსაკუთრებული მიზეზი ამას არ სჭირდება. ეს არის პარლამენტში მიმდინარე პროცესი. ფრაქცია, რეგლამენტით, მინიმუმ პარლამენტის 6 წევრისგან კომპლექტდება, მაგრამ ჩვენ 6-ზე მეტი ნამდვილად ვიქნებით“, - განაცხადა გეგიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს